Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.

კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ პროფესიული განვითარება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვები პროდუქციის (ცივი/ცხელი კერძების), კანაპეების მომზადება განსაზღვრული კალკულაციის შესაბამისად, არსებული რეცეპტების და სტანდარტების მიხედვით;
** საკვები პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ოდენობის განსაზღვრა და უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების აღრიცხვა, დახარისხება და სტანდარტების მიხედვით შენახვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის ბოლოს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა;
** პროფესიონალურ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ(ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge. წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, "მზარეული" ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1D5MCnqxKWqJ_BU5dOnXmJqcPDv77jg281o86nf8nvME/edit

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.