Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილისის გულის ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტის მოვლაში ექთნის დახმარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის/ექთნის თანაშემწის სწავლების დიპლომი ან ცნობა კურსის დასრულების შესახებ;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა სემესტრის მითითებით (მისაღებია ცნობა III სემესტრიდან).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი 2024 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@tbhc.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "თბილისის გულის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.