"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - კომპანიის დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
მიზნებთან შესაბამისად სარესტორნო აქტივობების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება
** დეპარტამენტის ბიუჯეტის შემუშავება, დირექტორთან წარდგენა და ბიუჯეტის გახარჯვის მონიტორინგი
** დეპარტამენტის ხარჯების აღწერისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური შიდა აუდიტი და ფინანსური ანგარიშის წარდგენა;
** მომსახურების ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
** შემოსავლების ზრდაზე და მოგების მაქსიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა
** შრომის უფლებების დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** დაქვემდებარებული პერსონალის ორგანიზებული მართვა
** ფუნქცია-მოვალეობების გონივრული გადანაწილება
** HR დეპარტამენტთან ერთად გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა პროდუქტის შექმნა და ჩამოყალიბება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნების, განსაკუთრებული უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობების განმარტებიდან.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:
** უმაღლესი განათლება
** საერთაშორისო/ბრენდულ სასტუმროში F&B ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** მომსახურების სერვისის სტანდარტების ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** საოფისე და საოპერაციო პროგრამების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და მოქნილობა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ დაზღვევას
** კვებას
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.