Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ტიფლის პალასი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" რესტორან "ტიფლის ვერანდასთვის" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი 06:30-15:30 (კვირაში 5 დღე)
ენები: ინგლისური ან/და რუსული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას,

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

** იცის რუსული ან/და ინგლისურის ენა;
** არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება საუზმეზე;
** მიზამპლასის მომზადება და მაგიდების გაშლა-ალაგება;
** მინიბარის შევსება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 23 ნოემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საუზმის მიმტანი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. " გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.