Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის ვაკანსია

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
ანაზღაურება: 3145 (სამი ათას ას ორმოცდახუთი) ლარი

ფუნქცია/მოვალეობები:

** წარმოადგენს კომპანიას და იცავს მის ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიული სტატუსის არმქონე სუბიექტებთან.
** კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, ახორციელებს წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (განცხადება, საჩივარი, სასარჩელო განცხადება, შესაგებელი, კერძო საჩივარი, საჩივარი, სააპელაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი, საკასაციო შესაგებელი და სხვ) განხილვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას ადმინისტრაციული ან/და სასამართლო ორგანოებისათვის
** განიხილავს კორესპონდენციას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რეაგირებას, ამზადებს წერილის პროექტებს და ტვირთავს მათ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში
** უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულ (ებ)ის მიერ მომზადებული კომპანიის შიდა მმართველობითი (ბრძანება, დებულება, ინსტრუქცია, წესი და სხვა) დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, მათ შესაბამისობაში მოყვანას კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით დოკუმენტაციასთან
** უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ან მესამე პირების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ შესაბამისობაში მოყვანას კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან
** უზრუნველყოფს უცხოურ კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამართლის მაგისტრის ხარისხით
** იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის სამართლის ცოდნა
** ინგლისური ენის ფლობა B2-C1 დონეზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: GZamtaradze@metro.ge
ტელ: 514 681 414


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.