Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
სამუშაო გრაფიკი: პარასკევი 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** HR კანცელარიის მართვა (პირადი საქმეების, ცნობების, ბრძანებების და ა.შ. ორგანიზებული წარმოება)
** თანამშრომლების დაქირავების პროცესის მართვა (ვაკანსიების რეესტრის წარმოება, პოზიციის აღწერილობის შექმნა, ვაკანსიების განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა, კანდიდატებთან კომუნიკაცია)
** კომპენსაციისა და ბენეფიტების ადმინისტრირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი ტიპის გამოცდილებას
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.