Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სოლემარტი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"სოლემარტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N84
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებგვერდი: https://solemart.ge
ანაზღაურება: 1400 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ოფისის სტუმრების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** საოფისე მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება.
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების ორგანიზებას

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** უცხო ენების ცოდნა: სავალდებულო - ინგლისური, რუსული
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: solemart.mariami@gmail.com.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.