ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** პოლიგრაფიული მასალებისთვის საბეჭდი ფაილის მომზადება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** გრაფიკული ილუსტრაციების შექმნა;
** ფოტოების დამუშავება;
** შიდა/გარე ციფრული არხებისთვის საჭირო ვიზუალური და ტესტური მასალების მომზადება;
** საინტერესო და კრეატიული ვიზუალის მოფიქრება, მომზადება;
** დიზაინის მიმართულებით არსებული ტრენდების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator
** ინგლისური ენის (C1 დონე) ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბერს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.