Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას "თბილისი ჰილს გოლფ კლუბის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე (Caddy Master)"

კომპანიის შესახებ:

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

კომპანია მდებარეობს ქვემო თელეთში.

პოზიცია ითვალისწინებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას თბილისი ჰილს გოლფ კლუბში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კლუბის წევრების პირადი სათამაშო ჩანთის გამოტანა მომზადება.
** გარეცხვა და მომზადება გოლფის ელექტრო მანქანის.
** სათამაშო აღჭურვილობის გარეცხვა და მომზადება.
** სავარჯიშო სივრცის ყოველდღიური მოწესრიგება და კონტროლი.
** ტურნირის ორგანიზებაში გოლფის მიმღების დახმარება.
** დახმარება გოლფის ტრენერის აღჭურვილობის მომზადებისას.

უნარები, ცოდნა:

** ორგანიზებული
** გუნდური
** პოზიტიური
** მუდმივად მზად ყოფნაში იყოს კლუბის წევრების და სტუმრების დასახმარებლად.

ხელფასი:

** ფიქსირებული ხელფასი
** გოლფის თამაშის და სწავლის შესაძლებლობა.
** პენსია.
** ტრანსპორტირებას ავლაბრის მეტროდან ოფისამდე უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მითითებულ მეილზე: HR@tbilisihills.com, subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.