Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი/აუდიტორი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

უკრაინული კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის/აუდიტორის პოზიციაზე.

ჩვენი შემოთავაზებაა:

** დისტანციურად მუშაობა;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი;
** უფასო ტრენინგი პროფესიულ უნარებში;
** მეგობრული პერსონალი და სასიამოვნო გარემო;
** FitPass.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსულენოვანი განათლების ქონა (გამართული წერა, კითხვა და ლაპარაკი);
** ინფორმაციის მოსმენა და გადაცემა;
** Google დოკუმენტებთან, Excel-თან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მზად ვართ განვიხილოთ კანდიდატები სამუშაო გამოცდილების გარეშე!!!

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობებია:

** გაყიდვების მენეჯერების სატელეფონო საუბრების მოსმენა (ქართულ ენაზე);
** შეცდომების აღმოჩენა დიალოგებში (შეცდომებთან დაკავშირებული რაპორტებისა და კომენტარების რუსულ ენაზე მომზადება);

სამუშაოდ დაგჭირდებათ:

** კომპიუტერი;
** ყურსასმენი;
** მაღალი ხარისხის ინტერნეტი.

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი ვაკანსიით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: recrutergeorgia@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლიორი!
გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.