სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ისტორია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით.
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** დაინტერესებული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად (სატელეფონო, ციფრული არხებით);
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარის მქონე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: info@istoriadevelop.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.