Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) აცხადებს ვაკანსიას სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის იურიდიული დეპარტამენტის იურისტის პოზიციაზე (სამთვიანი გამოსაცდელი ვადით).

პოზიციის აღწერა:

** საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წევრებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა, კანონმდებლობის განმარტება და იურიდიული დახმარების გაწევა, მათ შორის სასამართლოში წარმადგენლობა;
** განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ანალიზი;
** კომპეტენციის ფარგლებში სპმთპ-ის წევრთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** სემინარების ჩატარება იურიდიულ საკითხებზე;
** სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ცენტრალური ოფისისთვის სამართლებრივი მნიშვნელობის დოკუმენტების მომზადება (ბრძანებები, ხელშეკრულებები, დებულებები და ა.შ.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სასურველია საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მოტივირებულობა, კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2024 წლის 20 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: infoeducatorgeorgia@gmail.com. განაცხადის გამოგზავნისას მიუთითეთ: ვაკანსია - იურისტის პოზიციაზე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.