Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Real Palace Development
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანია "REAL PALACE DEVELOPMENT"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

სამსახურის ადგილმდებარეობა და გრაფიკი:

** მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გაყიდვების ოფისი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** გამართული მეტყველების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სავალდებულო) ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** SRM-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის მიხედვით, უძრავი ქონების შეთავაზება;
** მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ პრეზენტაციით უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** მომხმარებელზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფა;
** მოთხოვნის საფუძველზე ინვოისისა და კომერციული წინადადების მომზადება;
** ხელშეკრულების პირობების დაცვის უზრუნველყოფა
** უშუალო მენეჯერთან გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge და lzoidze@realpalace.ge.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.