მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის, GIORGIO ARMANI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "ARMANI EXCHANGE"-ში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდ მოლი, შერიფ ხიმშიაშვილის #29
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 10:00 -19:00, 13:00- 22:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს, თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** ინგლისურის და სხვა უცხო ენების ცოდნა.
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "AX გაყიდვების კონსულტანტი, ბათუმი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!