Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_2122a94242734eb3a0021c4cc27e133c.pdf?index=true

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ავეჯის საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო ხარჯებს;
** Fit Pass ბარათს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2000 ლარი და საბონუსე სისტემა (საშუალოდ 4500 დან 7000 ლარამდე);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ლაზიერის" (ს/კ 406099109) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@lazieri.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ.თბილისი, ფეიქართა 12, საფოსტო ინდექსი 0141.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.