HOPIHOP არის საბავშვო ბატუტის პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია თბილისი მოლში. HOPIHOP - ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და უზრუნველყოს ბავშვების მხიარული განწყობა.
HOPIHOP გთავაზობთ დასაქმებას სუპერვაიზერის პოზიციაზე.
** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; 5 სამუშაო დღე,
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
** ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა, მომსახურების უწყვეტობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სწავლება, შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე მუდმივი ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში დაქირავებული თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესში დახმარების გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის, მათთვის მოტივაციის შექმნის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სუპერვაიზერი".