Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მასპინძელი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს "მასპინძელი" წარმოადგენს "სპარის" მეგობარ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ქსელურ მაღაზიებს. მისი გუნდი 200-მდე თანამშრომლისგან შედგება და წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე.

შპს. "მასპინძელი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრატორი.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. მცხეთა.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 900-1050 ლარი (თანამშრომლობის 6 თვის შემდეგ + 100 ლარი ბონუსი)
მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზის, სალაროსა და მოლარე-კონსულტანტების კონტროლი/ყურადღების მიქცევა;
** პროდუქციის მითვლა;
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს თქვენი CV-ის გამოგზავნა შეგიძლიათ ელფოსტაზე: m.javakhishvili@spar-georgia.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი") ან მარტივად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BvGdLjC8t6pjdq6M8

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.