Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფეიროლის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ფეიროლის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: 0102 თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. #17
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელფასო უწყისების დამუშავება და მომზადება.
** თანამშრომლების სახელფასო მოდულთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და მონაცემების შეყვანა ERP (AccurancyMed) სისტემაში.
** მიღებული წესის მიხედვით თანამშრომლებისთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურების გამოთვლა.
** გადასარიცხი ფაილების ბუღალტერიისთვის მომზადება.
** კომპანიაში არსებული ბენეფიტების მართვა ERP სისტემაში.
** სადაზღვევო სიის ყოველთვიურად გადამოწმება და ბუღალტერიისთვის სწორი მონაცემების ინვოისების მიწოდება.
** კომპანიაში არსებული წესის მიხედვით, ბონუსებისა და პრემიების გამოთვლა და ERP სისტემაში მონაცემების შეყვანა.
** სხვადასხვა სახის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება.
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** ERP პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" მიერ (ს/კ: 402154342) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება ჰოსპიტალში, არაუმეტეს 5 წლის ვადით;

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: info@ahtbilisi.com

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს pdpo@ahtbilisi.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.