Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში, ვაკის, დიდუბისა და საბურთალოს ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის პროდუქციის შეთავაზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
** დარბაზში არსებულ პროდუქციაზე ფასების სწორად და დროულად დაფიქსირების უზრუნველყოფა და კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/Z1He5;
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.