კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: მექანიზაციის ქ. ½ (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** სამუშაო პროცესში - ფილიალის მენეჯერის, დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გამართულად მეტყველების უნარი,
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ადმინისტრატორი",
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 06/12/2024.
"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!