Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

კოლეჯი "აისი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათ პიროვნულ ზრდაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კოლეჯის წარმატება სწორედ წარმატებულ თანამშრომლებზე დგას. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, აქ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** ინფორმაციის ტექნოლოგის მიმართულებით შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური A1.

მნიშვნელოვანი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოლეჯის კომპიუტერული ქსელის დაგეგმარების, გამართვისა და ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის საერთო კომპიუტერული ქსელის მართვა და სისტემური განახლება (გონივრულ ვადებში ვინდოუსის გადაყენება, IT რისკების მართვა, ვირუსებისაგან გაწმენდა, პროგრამების ჩაწერა/განახლება, ინფორმაციის დაარქივება და მეხსიერების ბარათზე გადატანა და სხვა), მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარება;
** უზრუნველყოფს კოლეჯის ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართულ მუშაობასა და მასში ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას, ერთიანი ელექტრონული მეილების ბაზების შექმნას, საფოსტო სისტემების დაცვასა და დარეზერვებას. არასაჭირო გზავნილებისაგან (სპამი) დაცვას;
** ელექტრონული დოკუმენტების სარეზერვო ასლების დაცვას;
** პასუხისმგებელია კოლეჯის ინტერნეტ დომენის შექმნასა და ქვედომენების ჩამოყალიბებაზე; ასევე დომენური სახელების სერვერის გამართულ ფუნქციონირებაზე.
** უზრუნველყოფს კოლეჯის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული მართვის ინსტალაციას, ვირუსებისაგან გაწმენდას, კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაციას. სხვადასხვა საფინანსო პროგრამების ბანკებთან კავშირის გამართულ ფუნქციონირებას.
** პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის დახმარების გაწევა.
** კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** დაწესებულების თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სწავლებისათვის (საჭიროების შემთხვევაში).
** უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მუდმივ შესაბამისობას საგანმანათლებლო პროცესებთან და ინფორმაციის დაცულობას.
** მონაწილეობის დაწესებულების მისიის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შედგენა/განხორციელებაში. აგრეთვე მარეგულირებელი აქტების შემუშავება განვითარებაში.

სახელფასო დიაპაზონი: 1210 ლარი (დარიცხვით)

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi.com კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი".
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა

CV-ების მიღების ბოლო ვადაა: 16.11.2024 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.