Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 7 საათი + 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული (+ ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა.
** მარაგების კონტროლი.
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოჯახო ნივთების/დეკორის/ტექსტილის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.