მაღაზიათა ქსელი "წერტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარის, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** დეტალებზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხელფასი - ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი - ანაზღაურების 20%;
** გრაფიკი - 2/2 (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლების ბარათი;
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!