სამშენებლო კომპანია "თიდი კონსტრაქშენ" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.
გვესაჭიროება: წყალსადენის/წყალარინების ინჟინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობის სფეროში (წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები)
** უმაღლესი განათლება.
** მართვის მოწმობა.
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:
** საგზაო სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმები, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება.
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი.
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამუშაო ჯგუფების მართვა.
კომპანია დასაქმებულს უზრუნველყოფს:
** დაზღვევა.
** ავტომანქანა.
** საწვავი.
** დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@tdconstruction.ge
ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 598 72 61 53