Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)

სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება - 1500 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი - დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FIT PASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები

** ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება, გაყიდვების ანალიზი, აქტივობების, შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა
** მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია და ნაწილის ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა, შერჩევაში დახმარება.
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი, ასორტიმენტის გაშლა ავტომობილის მარკა-მოდელების მიხედვით, პროდუქციის რაოდენობის უწყვეტობის მონიტორინგი
** ბაზრის კვლევა და ბაზარზე არსებული მოთხოვნადი ავტოდეტალების შესახებ (ფასი, ხარისხი) ინფორმაციის მუდმივად მოძიება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.