ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "კამპა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
** კვება და ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოპარკის მონიტორინგი და სერვისის უზრუნველყოფა;
** მძღოლების გადაადგილების დაგეგმარება და მონიტორინგი;
** სამეურნეო სამუშაოების აუდიტი და დროული ჩატარება;
** სამსახურებრივი ხარჯების კონტროლი
** სამეურნეო და ლოგისტიკური მარაგების მართვა;
** შენობის მომსახურება, შეკეთების ორგანიზება და კონტროლი;
** საწარმოსთვის საჭირო საყოფაცხოვრებო (და სხვა) მასალით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მომარაგება;
** ინვენტარისა და მასალების სათანადო შენახვის ორგანიზება და კონტროლი;
** ტერიტორიის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შენობების და აღჭურვილობის მიმდინარე შეკეთების ორგანიზება; სარემონტო და მომსახურე ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან ურთიერთობა;
** წარმოების კვების უზრუნველყოფა და ხარისხის მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით: m.gagua@campa.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!