არასამთავრობო ორგანიზაცია "ქმედება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის - საქართველო" (ACT Georgia) აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე "ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის" - უსაფრთხოების პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
მონაწილეები გაეცნობიან ეროვნული უსაფრთხოების ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, ტოტალური თავდაცვა, დაზვერვა, სტრატეგიული კომუნიკაცია და ა.შ. შეძლებენ მიღებული ცოდნა მოარგონ საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.
კურსი მოიცავს 6 დინამიურ სესიას, რომლებსაც გაუძღვებიან დარგის წარჩინებული სპეციალისტები. მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ჩაერთვებიან სხვადასხვა თემატურ აქტივობაში.
მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის (I-IV კურსი) სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს. მონაწილეებს, სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. დასწრება უფასოა.
სესიები ჩატარდება კვირაში ერთხელ (შაბათობით), 16 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრამდე "ქმედება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის - საქართველოს" ოფისში.
მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა, 75ბ.
სესიების ხანგრძლივობა: 2 საათი, 16:00-18:00
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 14 ნოემბრის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!