Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 ნოემბერი

დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სექტორულად მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კარიერისთვის რელევანტური სასერტიფიკაციო პროგრამების დაფინანსებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვება/ლანჩი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების წარმოება, სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის განვითარებაში ჩართულობა;
** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
** ფაქტობრივი მონაცემების შედარება ბიუჯეტირებულთან, გადახრების ყოველკვარტალური ანალიზი.
** პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება.
** პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში აუდიტორებთან აქტიური თანამშრომლობა/ჩართულობა;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...)
** ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
** სხვა მენეჯმენტისთვის საჭირო და საინტერესო ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსისა და IFRS სტანდარტების ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C/ბალანსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Power BI საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** თვითგანვითარებისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით;

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.