Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მინი საკონსერვო საწარმოს ტექნოლოგის თანაშემწე
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას მინი საკონსერვო საწარმოს ტექნოლოგის თანაშემწის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

კოლეჯი "აისი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათ პიროვნულ ზრდაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კოლეჯის წარმატება სწორედ წარმატებულ თანამშრომლებზე დგას. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, აქ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებს მინი საკონსერვო საწარმოში წარმოების დაგეგმარებას;
** ტექნოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებს ნედლეულის და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი პარამეტრების კონტროლს;
** უზრუნველყოფს შემუშავებული სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციების განხორციელებას;
** ტექნოლოგის ზედამხედველობის ქვეშ ადგენს რეცეპტურას;
** ახდენს ლაბორატორიული მზომი ხელსაწყოების გადამოწმებას და კალიბრაციას;
** ყოველი თვის ბოლოს ტექნოლოგს წარუდგენს წარმოების ანგარიშს;
** აკონტროლებს უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას;
** ხელს უწყობს მინი საკონსერვო საწარმოში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.
** ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით და ზემდგომის მიერ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს კომპეტენციის და ინტერესთან კონფლიქტის გამორიცხვის ფარგლებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი".
** განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ.
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა
** სახელფასო დიაპაზონი: 790 ლარი (დარიცხვით)

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi.com კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

CV-ების მიღების ბოლო ვადაა: 16.11.2024 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.