Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", ონლაინ მაღაზია ICRHOME

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "ლაბორატორია ჩემი სახლი"-ის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ორი ტიპის ბონუსი: გუნდური და ინდივიდუალური.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საგამოფენო სივრცეში არსებული პროდუქციის მოწესრიგებულ იერსახეზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კონსულტანტი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.