საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ტარას შევჩენკოს #10
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება - ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება;
** სამუშაო დღის დაგეგმვა და კონტროლი;
** საბუღალტრო სასაწყობე პროგრამაში საოპერაციო ნაწილის შესრულება;
** პროგრამული და ფიზიკური ნაშთების კონტროლი საწყობში;
** ყოველი თვის ბოლოს საწყობის აღწერის დაგეგმარება, ფიზიკური ნაშთების შედარება, საწყობის თანამშრომლების ჩართულობით;
** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე პროექტის მსვლელობის შესახებ;
** იჯარით გაყიდული პროდუქტების მიტანის და გამოტანის ორგანიზება, ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
** კლიენტისგან მიღებული დანაკლისების და დაზიანებული პროდუქციის აღწერა,
აღნიშნულის დოკუმენტირება და მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** ვალების აქტის შედგენის შემდეგ კლიენტთან კომუნიკაცია, თანხის ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ან დანაკლისის შესახებ პროდუქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება და დამატებითი ზედნადების გამოწერა;
** გაქირავებული საყალიბე სისტემის ვადების კონტროლი გასული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.