Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლ-ცენტრის კონსულტანტი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში ქოლ-ცენტრის კონსულტანტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=701

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის პროგრამული აღრიცხვა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიკაცია და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მახასიათებლების ახსნა და დაინტერესების შემთხვევაში, მარაგების გადამოწმება (საწყობში, სხვა ფილიალებში);
** შერჩეულ პროდუქციაზე, ინვოისის დისტანციურად დაჯავშნა და რეალიზაცია;
** ონლაინ გაყიდვები, პროდუქციის შერჩევა/დაჯავშნა, ინვოისის გადაგზავნა ლინკის სახით;
** დისტანციური სერვისების შეთავაზება და აღრიცხვა/მონიტორინგი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.