კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** ციფრული პლატფორმების მართვა (facebook, Tiktok, Linkedin, Instagram);
** არსებული სტრატეგიის მიხედვით ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
** სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2
** Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.