Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სასამართლო და სააღსრულებო წარმოების განყოფილების იურისტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს სასამართლო და სააღსრულებო წარმოების განყოფილების იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** სამართავად გადაცემული პრობლემური ფულადი ვალდებულებების გარშემო საბანკო დოკუმენტაციის გამოთხოვა, მოძიება, შესწავლა; სავარაუდო მოპასუხის შესახებ პირადი მონაცემების მოძიება, გადამოწმება, მის საკუთრებაში რიცხული ქონების მოძიება;
** შიდა დებულებების, ინსტრუქციების, პროცედურების შესაბამისად სამართავად გადაცემულ საქმეზე სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** სარჩელის მომზადება, აკინძვა, სპეციალურ პროგრამაში აღრიცხვა, ელექტრონული დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვა;
** სამართალწარმოების ეტაპების სპეციალურ პროგრამაში ასახვა, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
** სასამართლოში მიმდინარე საქმის მართვა, შესაბამისი განცხადებების, მტკიცებულებების წარდგენა, შუამდგომლობების დაყენება, ინფორმაციისა და საბუთების გამოთხოვა საქმისწარმოების ბანკის სასარგებლოდ დასრულების მიზნით;
** სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრება საჭიროების შემთხვევაში;
** მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარმოება მორიგების მიზნით, მორიგების პირობების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება, მორიგების დამტკიცების მიზნით შესაბამისი შიდა საბანკო და სასამართლო პროცედურების განხორციელება;
** სასამართლო სხდომების ჩანიშვნის მიზნით საქმისმწარმოებელი მოსამართლის შემადგენლობასთან კომუნიკაცია საქმისწარმოების მაქსიმალურად დროულად დასრულების მიზნით;
** სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება და ბანკის საუკეთესო ინტერესების დაცვა;
** საქმისწარმოების მიმდინარეობის კონტროლი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში დროულად შესვლის მაქსიმალურად ხელშეწყობა;
** მხარესთან კომუნიკაციის პროცესში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა და ეროვნული ბანკის რეგულაციების დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული იყოს;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 20 ნოემბრის გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.