Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნათს ინქორფორეითიდ
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.

პოზიცია: ბუღალტერი
პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, მცხეთის ქ.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩეკების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო გადარიცხვები და ბანკის ოპერაციების პროგრამული გატარება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვის/რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
** სხვა ყოველდღიური ოპერაციების გატარებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინ. 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა ბალანსის/1C ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@nutsinc.ge 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ბუღალტერი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.