Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Iota Group
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"იოტა ჯგუფი" არის დეველოპერული კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არქიტექტურა, მშენებლობა, პროექტირება და ინტერიერის დიზაინი.

ამ ეტაპზე კომპანია ეძებს, გამოცდილ, მოტივირებულ, ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით)
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** მენეჯერის/ოპერაციების მენეჯერის/ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია სამშენებლო სფეროს სერვისის ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook;)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა (დოკუმენტაციის - ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები დამუშავება, კორექტირება და დაარქივება);
** საქმიანი შეხვედრების, კორპორატიული ღონისძიებების და გეგმური თათბირების ორგანიზება.
** ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა-გამასპინძლება;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლების ბაზის შედგენა და მუდმივი განახლება
** საკანცელარიო და ოფისისთვის საჭირო თითოეული ნივთის მარაგების კონტროლი და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას;
** კვებას სამუშაო დღის განმავლობაში;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 11:00-19:00 სთ. შაბათი 11:00-16:00 სთ
** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე- 700 ლარი, მომდევნო თვიდან - 1000 ლარი;

კომპანიის FB გვერდი: https://www.facebook.com/iotagroup.iotadesign/
კომპანიის ვებ გვერდი: http://iotagroup.ge/
Instagram: https://www.instagram.com/iotagroup_design/?hl=en

იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iotagroup.ge; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ოფისის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.