შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: ფიქსირებული 900 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10-დან - 19 საათამდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.