Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია "ბარაქა" ფლობს 10 ქსელურ აგრო მაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე წნორში.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი და მოტივაცია წარმატების მისაღწევად. უნდა იყოს კომუნიკაბელური და ჰქონდეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების ინტერესი. წინამდებარე პოზიციისთვის მნიშვნელოვანია კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, მოლაპარაკების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მაღალკვალიფიციური მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონულ ფილიალებში და მაღაზიებში.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მოჭრილ ხელფასი და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივა
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

ანაზღაურების სისტემა: მოჭრილი ხელფასი 650 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.
სამუშაო ადგილი: საქართველოს, სიღნაღის რაიონი სოფელი საქობო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების მენეჯერი წნორში".

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.