Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიუ კლინიკა
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"პსპ დაზღვევა"-ის შვილობილი კომპანია "შპს ნიუ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
** მის კომპეტენციაში არსებული სამედიცინო მანიპულაციების დროული და სწორი ჩატარება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე, პედიატრია, სტომატოლოგია)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, დიპლომატიურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სისხარტე, ოპერატიულობა
** აკურატულობა, პუნქტუალობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ მისამართზე: new_clinic@ipsp.ge და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ლოკაცია: ორთაჭალა, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი"
სამუშაო გრაფიკი: კვირის დღეები 09:00-15:00, თვეში ორი შაბათი 10:00-18:00.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2024 წელი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.