Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/მრეცხავი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს დასუფთავების თანამშრომლის/მრეცხავის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიკურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
** ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
** პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
** მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV მეილზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.