Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ეს ეიჩ ფარმა
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

კომპანია "ეს ეიჩ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ თბილისსა და ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ეს ეიჩ ფარმა" წარმოადგენს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოში.

სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობები:

** პროდუქციის წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა;
** ექიმებთან ყოველდღიური ვიზიტი და მედიკამენტების პრომოცია;
** გეგმების ფარგლებში, შეთანხმებული გაყიდვების მიზნის მიღწევა;
** მენეჯერის მითითების შესრულება და გაყიდვების გეგმაზე მიყოლა;
** ყველა პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების წარმართვა კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად;
** ყოველდღიური რეპორტი მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** აქტიური, დადებითი პიროვნება;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციიდან/გამოცდილებიდან გამომდინარე;

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: niniisakadze1980@gmail.com

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანია "ეს ეიჩ ფარმა"-ში მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი.ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.