Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება: თითო-მორიგეობაში 100 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი კლინიკაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
** იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით;
** უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს ინციდენტის შესახებ (კონფლიქტი, ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.)
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2024 წ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadermed.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"უსაფრთხოების სპეციალისტი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.