Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

კოლეჯი "აისი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათ პიროვნულ ზრდაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კოლეჯის წარმატება სწორედ წარმატებულ თანამშრომლებზე დგას. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, აქ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური A1.

მნიშვნელოვანი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სტანდარტების მოთხოვნათა შესახებ პერსონალის კონსულტირება;
** კოლეჯის ადამიანური, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** კოლეჯში მიმდინარე პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგისა და შეფასებაში მონაწილეობა;
** კოლეჯის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ დაინტერესებულ მხარეთა მხრიდან უკუკავშირის, ასევე სხვა სახის ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, გაწეული მომსახურების, მათ შორის სწავლა-სწავლების და სტუდენტთა/მსმენელთა მიერ სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების პროცესის მონიტორინგისა და შეფასებაში მონაწილეობა;
** სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის პროცესში საჭირო რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების იდენტიფიცირება, მათი შეგროვება;
** ავტორიზაციის/აკრედიტაციის და თვითშეფასების პროცესის განხორციელების პროცესში მონაწილეობას მიღება
** უზრუნველყოფს სტუდენტების სისტემატურ გამოკითხვას შესაბამისი კითხვარების მიხედვით;
** მონაწილეობის მიღება კოლეჯის მისიის, სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანგარიშგების პროცესში;
** ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით და დირექტორის მიერ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს კომპეტენციის და ინტერესთან კონფლიქტის გამორიცხვის ფარგლებში.

სახელფასო დიაპაზონი: 968 ლარი (დარიცხვით)

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi@gmail.com კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი".
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი;
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა.

CV-ების მიღების ბოლო ვადაა: 16.11.2024 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.