სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
პოზიციის დასახელება: გადაზიდვის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** გადასაზიდი ნივთების საწყობებიდან და ფილიალებიდან წამოღება შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით
** შესასრულებელი ანკეტების მიღება, მარშრუტის დაგეგმარება და შეკვეთების დადგენილ ვადებში დარიგება
** შესასრულებელი შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა, მარშრუტის დაგეგმარება და შეკვეთების დროული შესრულება
** მომარაგების შეკვეთების მიღება, მარშრუტის დაგეგმარება და შესაბამისი ნივთების დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** ნივთის დამონტაჟება სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებელთან კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტის დაცვით
** მომსახურების თანხის აღება, შესაბამისი დოკუმენტაციის (ჩგდ) გამოწერა და თანხის ოპერატორისთვის გადაცემა
** ნივთების გადაზიდვა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში 6-თვიანი გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!