Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის (ბათუმი) პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის #67
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიის მარაგების მართვა;
** პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
** სალარო გატარებები, გაყიდული საქონლის აღრიცხვა;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.