Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

კომპანია "სპექტრუმი", წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება;
** ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან;
** ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
** მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დროის ეფექტური მართვა;
** ორგანიზების კარგი უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური და პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:

** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.