Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ანესთეზია/რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზია/რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
** სავალდებულოა ანესთეზიაში ან რეანიმაციაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უფროს ექთნად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

ძირითადი მოვალეობები:

** ექთნების პროფესიული სასწავლო პროგრამის შემუშავება და სწავლება;
** განყოფილების მედიკამენტებით მომარაგება/აღრიცხვა;
** მედიკამენტების ჟურნალის წარმოება/გაკონტროლება;
** რეგულაციით გათვალისწინებული პროტოკოლების დანერგვა და შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თევდორე მღვდლის ქუჩა N13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@toduaclinic.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ანესთეზია/რეანიმატოლოგიის განყოფილების უფროსი ექთანი".

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.