Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიული განვითარების მიზნით, მონაცემების სისტემატური მოძიება, შეგროვება, დამუშავება და შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის გამოყენება;
** ბაზების დამუშავება, ინფორმაციის / დოკუმენტაციის ბაზაში ასახვა, მსხვილ კლიენტებზე ფოკუსირება;
** მომხმარებელთან გასაგზავნი დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, წერილების მომზადება;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** არსებული ბაზების და მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საჭიროების შემთხვევაში საკითხების შეთანხმება და პირობების მოპოვება შესაბამისი განყოფილებებიდან;
** დაზღვეულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინანსურ ინსტიტუტებში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B1-B2 დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.