შპს "ქართულ-ამერიკული სომატური გამოცდილების ტრავმის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე - ზეპირი თანმიმდევრული თარგმანი ქართულიდან ინგლისურად და პირიქით.
სამუშაოს სპეციფიკა: თარჯიმანს ევალება სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის ტრენინგების თანმიმდევრული თარგმანი, კერძოდ ტრენერებისა და მათი ასისტენტების საუბრის გადათარგმნა ინგლისურიდან ქართულად და ასევე ტრენერებს/ასისტენტებსა და ჯგუფის წევრებს შორის კითხვა-პასუხის ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმნა.
მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (B2/C1/C2)
** საუნივერსიტეტო განათლება ინგლისურ ფილოლოგიაში ან/და ფსიქოლოგიაში (მაგისტრის ხარისხის ფლობა ანდა მინიმუმ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი)
თარჯიმნობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ფსიქოთერაპიის სფეროში და ფსიქოლოგიური ტერმინების ცოდნა)
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** ინფორმაციის მოსმენის, დამახსოვრების, გამართული მეტყველებისა და ჩანაწერების გაკეთების სწრაფი უნარები;
** ახალი მასალისა და პროფესიული ტერმინოლოგიის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი მუშაობის პროცესში, ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** კულტურული განსხვავებების გათვალისწინებით, სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებთან თანამშრომლობის უნარი.
** მაღალი სტრესმედეგობა
კანდიდატების შერჩევის პროცესის ეტაპები:
1. ონლაინ გასაუბრება
2. სომატური გამოცდილების თემატური ვიდეოს თარგმნა
3. ვორქშოპზე საცდელი თარგმნა
4. გამოსაცდელი ვადა - 3 დღიანი ტრენინგის თარგმნა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ინსტიტუტი გააგრძელებს თანამშრომლობას მხოლოდ იმ თარჯიმნებთან, ვინც ტრენინგზე წარმატებით გაართმევენ თავს თარგმნას).
თარგმნის ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში საათში 60 ლარის ოდენობით.
რა დოკუმენტების გადმოგზავნა დაგჭირდებათ?
** სააპლიკაციო ფორმის შევსება ონლაინ (სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://forms.gle/AtbSGfq6UPjfvD4Y9)
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი
** ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** თქვენი CV (ფოტოსურათით)
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ინსტიტუტის ელ. ფოსტაზე: seingeorgia@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "თარჯიმნის ვაკანსია").
კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ონლაინ.
კანდიდატები შერჩევის პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პირად ფოსტაზე. გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაში სწორად მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
შეცვალე შენი და სხვების ცხოვრება სომატური გამოცდილებით!