Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!

ამჟამად ჩვენ ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მენეჯერს ვეძებთ თბილისში.

გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:

** გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
** ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.

გაინტერესებს რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
** სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
** გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
** პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება);
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.

შენგან კი დაგვჭირდება:

** აუცილებელია ჩინური ენის ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV ელფოსტაზე: hr@basisbank.ge, სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.